Loading...

Saturday, January 30, 2010

ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორია და ქართული ნაციონალური პროექტი (თერგდალეულები)


ნაშრომი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ საყურადღებო
პერიოდში ნაციონალიზმის შესწავლის მცდელობას წარმოადგენს.
კვლევა დასავლურ სამეცნიერო წრეებში პოპულარულ თეორიულ
პარადიგმას, ნაციონალიზმის მოდერნისტულ თეორიას, ეფუძნება.
მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანია
1860–იან წლებში შემუშავებული ქართული ნაციონალური
პროექტის ახლებური გააზრება. ამ თვალსაზრისით, ნაციონალიზმის
მოდერნისტული თეორია კვლევის ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური
საშუალებაა. ნაციონალიზმი თანამედროვე ჰუმანიტარული და
სოციალური მეცნიერებების პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო
წლებში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ქართული ნაციონალიზმის
სათავეებისადმი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი და საინტერესოა მისი
წარმოშობისა და განვითარების საფუძვლიანი ანალიზი.